saqarTvelos arxebi - ajameTis arxi

 

სარწყავი სისტემა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.

არხი იწყება სოფელ ქვედა საქარასთან, მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე და მის პარალელურად მიემართება. სოფელ ახალ სვირთან აკვედუკით ყვირილის მარცხენა მხარეზე გადადის და მთავრდება ვარციხესთან, მდინარე ხანისწყალთან. სიგრძე 30 კმ. არხში წყლის საშუალო ხარჯი 3 მ³/წმ. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1950 წელს. რწყავს 3,5 ათ. ჰა ფართობს.